Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არჩევნები აშშ-ში: დემოკრატები წარმომადგენელთა პალატას იგებენ

07 ნოემბერი, 2018 11:37

აშშ-ში შუალედური არჩევნები დასრულდა. სულ ბოლოს უბნები დასავლეთ სანაპიროზე ცოტა ხნის წინ დაიკეტა.

2018 წლის 6 ნოემბრის არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს დაკარგავენ.

ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, კონგრესის ქვედა პალატაში 214 ადგილს დემოკრატები დაიკავებენ, 191-ს კი - რესპუბლიკელები. კონტროლის მოსაპოვებლად დემოკრატებს 218 ადგილი სჭირდებათ, რადგან ქვედა პალატაში სულ 435 კონგრესმენი შედის.

შუალედურ არჩევნებში ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს და სენატის 100-დან 35 წევრს ირჩევდნენ.

წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატისგან განსხვავებით სენატში უმრავლესობა რესპუბლიკელებმა შეინარჩუნეს და უპირატესობას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდიან.

დემოკრატებმა დაკარგეს ინდიანას, მისურის და ჩრდილო დაკოტას შტატები. ასევე, ტეხასში ვერ გაიმარჯვა ბეტო ო’რურკმა, რომელზეც დემოკრატები დიდ იმედებს ამყარებდნენ. რესპუბლიკელმა ტედ კრუზმა ბეტოს მცირე უპირატესობით მოუგო. იუტას შტატი მოიგო რესპუბლიკელთა ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მით რომნიმ.

რამდენიმე შტატში შუალედურ არჩევნებში კონგრესის პარალელურად რეფერენდუმით კენჭს უყრიდნენ სხვადასხვა საკითხსაც. ამომრჩეველთა გადაწყვეტილებით, მიჩიგანის შტატმა მარიხუანის სარეკრეაციო, ხოლო მისურის შტატმა სამედიცინო მოხმარება დაუშვა. მიჩიგანი უკვე მეათე შტატი იქნება, სადაც 21 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეები მარიხუანის მოხმარებას ლეგალურად შეძლებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ივნისი
23 ივნისი

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ - სპეცია ...

ლიბერალში 7 ივლისამდე უნდა გვემუშავა, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, ხვალიდანვე ვტოვებთ რედაქციას. მოკლედ მიზეზებზე: ...
22 ივნისი
22 ივნისი

შსს: დაკავებულთაგან 121 პირს ადმინისტრაც ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 ივნისის აქციის მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 121 პირს შე ...
22 ივნისი
22 ივნისი

ოკუპაცია და 20 ივნისის მოვლენები ესტონეთ ...

დღეს საპროტესტო აქცია, ბერლინის გარდა, ესტონეთში, ქალაქ ტალინშიც გაიმართა.  აქციის მონაწილეებმა 20 ივნისს განვითარ ...
^