Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ღობეს აშენებენ

07 ნოემბერი, 2018 11:43

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ღობეს აშენებენ. ამის ამსახველ კადრებს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. 

გუშინ, 6 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და დაგმო სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების დაწყება. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები... და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან“. 

„აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ დაუყოვნებლივ გააქტიურა ცხელი ხაზი, საქმის კურსში ჩააყენა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას დააყენებს ყველა შესაბამის ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში", - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტრო ქარელში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საოკუპაციო ხაზის გამაგრებას გმობს

ატოცის მახლობლად ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის აღმნიშვნელი მწვანე ბანერები რამდენიმე წლის წინ დაამონტაჟეს. ერთ მონაკვეთზე ასევე დამონტაჟებულია მავთულხლართებიც, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ახლა კი ღობეების მონტაჟი მიმდინარეობს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

9 წლის გოგონას მკვლელობისთვის იაგო ნებიე ...

გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა ...
27 მაისი
27 მაისი

ეკონომიკის მინისტრი ჭიათურაში პრემიერის ...

როგორც „ლიბერალს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამასახურში განუცხადეს, მინისტრი ნათია თურნავა დღეს ჭიათურაში გ ...
27 მაისი
27 მაისი

ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ო ...

ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი პირი დაშავდა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძ ...
^