Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის გრიფირების კონკურსი გამოცხადდა

07 ნოემბერი, 2018 17:53

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს აცხადებს. 2018 წელს, კონკურსი VII, 2019 წელს საბაზოს VIII და IX კლასებზე, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, კონკურსი საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე გამოცხადდება. ამის შესახებ სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჩიქობავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, გამომცემლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ დამტკიცდება რეცენზირების წესი, ასევე, შეფასების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები.

„წინა გრიფირებისგან განსხვავებით, შემფასებლების შერჩევის პროცესი სრულიად გამჭვირვალე იქნება და სახელმძღვანელოებს შეაფასებს არა დამატებითი კომისია, არამედ გამსწორებელთა მხოლოდ ერთი ჯგუფი“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სახელმძღვანელოები შეფასდება რამდენიმე მიმართულებით: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა, შინაარსობრივი გამართულობა, სტრუქტურული გამართულობა, ენობრივი გამართულობა, სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა, მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

მათივე ცნობით, გრიფირების პროცედურაში შესული ცვლილებების მიხედვით, სახელმძღვანელოების წერისთვის გამომცემლებს უფრო მეტი დრო ექნებათ - მხოლოდ VII კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი. ავტორებისთვის კი ინტენსიურად ჩატარდება საგნობრივი კონსულტაციები, კონკრეტული საგნის სტანდარტის გააზრებისა და შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებისთვის. ავტორებისთვის თემატურ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^