Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია

08 ნოემბერი, 2018 11:00

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა და  გადაცემა "კვირის აქცენტების" წამყვანმა  ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. მის წინააღმდეგ ქარტიას საქართველოს რკინიგზის პრესსპიკერმა დაჩი ცაგურიამ მიმართა.

„სადავო გახდა 4 ნოემბერს გადაცემის მსვლელობისას ნიკა გვარამიას მიერ დაჩი ცაგურიას შესახებ საუბრის ეპიზოდი. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გვარამიამ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. მისი თქმით, ასევე დარღვეული იყო მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, თუმცა საქმის განხილვის შემდეგ საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა. 

საბჭოს სხდომას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.,“- ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^