Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაში: მეორე ტურის თარიღის გამოცხადების შემდეგ ზურაბიშვილი აქტიურ კამპანიას დაიწყებს

08 ნოემბერი, 2018 11:29

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, მარიამ ჯაშის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადების შემდგომ, მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აქტიურ კამპანიას დაიწყებს. ამის შესახებ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში განუხადა. 

„ჩვენ ველოდებით ოფიციალურად მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს. პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე, იმ გზავნილის საპასუხოდ, რომელიც ჩვენ მივიღეთ პირველ ტურში და დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში იქნება დამაჯერებელი გამარჯვება. სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩართული „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერთან კონსულტაციებში. კამპანიის მეორე ფაზა დაიწყება უახლოეს პერიოდში, როგორც კი გახდება ცნობილი ოფიციალურად თარიღი არჩევნების მეორე ტურის“, - განაცხადა ჯაშმა.

გია ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი ამომრჩეველთან შეხვედრებს დაიწყებს

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხელისუფლების მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას მხოლოდ ერთხელ, არჩევნებიდან მესამე დღეს, მიმართა, როდესაც გააცნო გადაწყვეტილება, რომ მეორე ტურში საბრძოლველად მზად იყო.

„როცა იქნება, საჯარო გახდება" - როდის განაახლებს სალომე ზურაბიშვილი კამპანიას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^