Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

RFERL: 2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ გაიმართება

08 ნოემბერი, 2018 12:22

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მომზადებულ მასალაში წერს, რომ, წყაროს ინფორმაციით, 2019 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი არ გაიმართება

თუმცა ამავე მასალაში წერს, რომ 2019 წელს გაიმართება მაღალი დონის კონფერენცია, რომელზეც თავს მოიყრიან ევროკავშირისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა.

ამის შესახებ ჟურნალისტს ინფორმაცია რამდენიმე წყარომ მიაწოდა. 

ჟურნალისტი წერს, რომ მისი წყაროების ინფორმაციით, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური პირები არიან, თუმცა არაუფლებამოსილნი, რომ ღიად ისაუბრონ ამ საკითხზე, ამბობენ რომ კონფერენცია, სავარაუდოდ, 2019 წლის 14 მაისს ბრიუსელში გაიმართება. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-5 სამიტი 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა. 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება. სამიტის მიზანია, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, პარტნიორების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასება და ორწლიანი სამოქმედო გეგმის დასახვა.

პირველი სამიტი 2009 წლის 7 მაისს პრაღაში გაიმართა. მეორე სამიტს 2011 წლის 29-30 სექტემბერს ვარშავამ, მესამეს კი ვილნიუსმა 2013 წლის 28-29 ნოემბერს უმასპინძლა. მეოთხე სამიტი გაიმართა რიგაში 2015 წლის 21-22 მაისს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^