Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვოლსკი: რასაც ვაშაძე იძახის, რომ ომი უნდა იყოს, რასაკვირველია, ლარის კურსზე ახდენს გავლენას

08 ნოემბერი, 2018 13:53

„ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს და ფინანსურ ბაზარზე აჟიოტაჟს ქმნის ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ ქვეყანაში ომი და დაპირისპირება უნდა იყოს, რაც რასაკვირველია, ვალუტის კურსზე ახდენს გავლენას“,- განუცხადა გია ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც ისაუბრა და ყველა ექსპერტი ამბობს, რომ აჟიოტაჟი და დაძაბულობა (მით უმეტეს, რომელიმე კანდიდატი წინა პერიოდში თუ იძახის, რომ აპირებს სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას) ეს ფინანსურ ბაზარზე გარკვეულ აჟიოტაჟს ქმნის. ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი, ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ ნახოთ, როდის ხდება კურსის დევალვაცია. გარდა ამისა, ლარის კურსის ვარდნას საახალწლო მზადებაც უწყობს ხელს. ვითარებაც დასტაბილურდება, საახალწლო პერიოდიც გაივლის და ვალუტაც შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

რასაკვირველია, მათი განცხადებები გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ეს ცნობილი ფაქტია, ამას არანაირი საპირისპირო აზრი არ შეიძლება ჰქონდეს. სამუშაოა ინვესტიციებზეც და წარმოების განვითარებაზეც, თუმცა ნებისმიერ ინვესტორს აფრთხობს ის, რასაც ვაშაძე იძახის, რომ აქ ომი უნდა იყოს და ომით გვემუქრება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^