Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბათუმში მოძრაობა „გაბრაზებული ბათუმელები“ დაარსდა

08 ნოემბერი, 2018 14:40

რიგითი ბათუმელები დღეს მოძრაობის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებასა და „ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებულები არიან, თუმცა ამჯერად სწორედ იმ ხელისუფლების მხარდაჭერას აპირებენ, რომლის მიმართაც ბევრი პრეტენზია აქვთ, რადგან ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა.

„გაბრაზებული ვართ ხელისუფლებაზე, მაგრამ არა იმიტომ, რომ ლარის კურსი დაეცა, არამედ ღირსების აღდგენა ვერ მოახერხა. მაგრამ ამჟამად ქვეყანა საფრთხის წინაშე დადგა, ვერ დავუშვებთ ტოტალიტარული წარსულის დაბრუნებას, ქუდზე კაცი გამოვა მეორე ტურში”, - ამბობს მოძრაობის წევრი მამული ჟღენტი.

„გაბრაზებული ბათუმელები” მასშტაბურ შეხვედრას 18 ნოემბრისთვის გეგმავენ. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ხელისუფლებას, თუმცა ამბობენ, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ კონკრეტულ მოთხოვნებს დაუყენებენ და მათ შესრულებას მოსთხოვენ.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ივლისი
16 ივლისი

წიგნის ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგა ...

„საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და მწერალთა სახლის რეორგან ...
15 ივლისი
15 ივლისი

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევერები ...

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანი დოლიძე მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მათ ...
15 ივლისი
15 ივლისი

„მაკნატუნას“ დირექტორი კომპანიის შემოწმე ...

შპს „მაკნატუნას“ დირექტორი ემზარ სოხაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მათ მიერ წარმოებულ ...
^