Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალქალაქში კრიპტოვალუტის საწარმოს ხმაური ადგილობრივებს აწუხებს

08 ნოემბერი, 2018 15:49

ახალქალაქში მოსახლეობას კრიპტოვალუტის საწარმოდან მუდმივი ხმაური აწუხებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია jnwes.ge წერს.

ვაჟა-ფშაველას ქუჩის მცხოვრებლები მედიასთან ჩივიან, რომ ბიტკოინების ფერმიდან გაბმული, შემაწუხებელი ზუზუნი ისმის. ხმაური ისეთი შემაწუხებელია, რომ ვერც ეზოში ჩერდებიან და ვეღარც ფანჯრებს აღებენ.

„სულ ხმაური გამოდის. ამბობენ, რომ ბიტკოინს გამოიმუშავებენ. თავდაპირველად, როცა საწარმო გაიხსნა, ჩვენ არც ვიცოდით, ბიტკოინი რა იყო, შემდეგ გავარკვიეთ ინტერნეტში.

ერთი წელია, რაც აქ საწარმო გაიხსნა, მის გამო აღარც ეზოში შეგვიძლია გამოსვლა, ვერც ფანჯრებს ვაღებთ. საშინლად ხმაურობს.

ჩვენ წარმოების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ, ვითხოვთ გაუკეთონ ხმის იზოლაცია და მერე ამუშაონ, რამდენიც უნდათ. ამბობენ, რომ კიდევ ერთი ფერმა უნდა დაამატონ. ეს უკვე აუტანელი იქნება“, - ჰყვება სუსანა ახალქალაქის მცხოვრები jnews-თან.

მეორე მეზობელი წუხს, რომ დედასა და ქალიშვილს ღამე წესიერად ძილიც აღარ შეუძლიათ, რადგან მათი ოთახების ფანჯრები ქუჩის მხარეს არის.

ფერმის მეპატრონე ნერ ოგანესიანი კი ამბობს, რომ მათ ხმაურის შესახებ მოსახლეობა თავიდანვე გააფრთხილეს, მეზობლებს კი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

„ჩვენ ვიქირავეთ ეს ადგილი და წინასწარ გავაფრთხილეთ მეზობლები, რომ საწარმო ხმაურიანი იქნებოდა. მათ თქვეს, რომ ხმაური არ შეაწუხებდათ. ასე რომ, გავაკეთეთ ფერმა და დავიწყეთ წარმოება. ჩვენ მეტი რა გავაკეთოთ, ხმაურის შესამცირებლად რაც შეგვეძლო, ვქენით“, - ამბობს ოგანესიანი.

ახალქალაქში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მეორე საწარმოც გაიხსნა. თუმცა ბიტკოინის ამ ფერმის მეპატრონეები ამბობენ, რომ საწარმო ჰერმეტულად დახურეს და მათი ხმა მეზობლებთან არ გადის.

„ჩვენ სხვადასხვა ტიპის დანადგარები გვაქვს, ჯამში 30 ცალი. კრიპტოვალუტის წარმოებაში დამწყებები ვართ. ამუშავებამდე კარი და ფანჯრები ჰერმეტულად დავხურეთ, ასე რომ, ჩვენგან ხმა გარეთ არ გადის. ფერმის ამუშავება მარტივი არ არის, ბევრი პრობლემაც გვაქვს, მაგალითად ელექტროენერგია“, - დასძენს მეორე ფერმის მეპატრონე ოვანეს პაპოიანი.

ფოტო: jnews.ge

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

საზღვარგარეთ საარჩევნო დღის გაგრძელებაზე ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება საზღვარგარეთ საარჩევნო დღის 24:00 საა ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ფოტო ► ოქროსუბნის მცხოვრებლები კორპუსები ...

ნინოშვილის ქუჩის მიმდებარედ, ავტოსკოლის ტერიტორიაზე შესაძლოა კორპუსები აშენდეს. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამ ადგილას პ ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე: ეს ...

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების პირველი ტურის ბანერზე მისი სურათი არ მოსწონდა და ახალი სტილი ურჩევნია, რომელიც მის ...
^