Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დღეს ამოცანა ზურაბიშვილის დამარცხებაა, შემდეგ ჩვენ და ენმ კვლავ ოპონენტები ვიქნებით - ბოკერია

08 ნოემბერი, 2018 16:05

„ივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და ენმ კვლავ ოპონენტები ვიქნებით“, – განაცხადა „ევროპულ საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთელ ქართულ საზოგადოებას დღეს ერთი ამოცანა გვაქვს - სალომე ზურაბიშვილის დამარცხება და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანად და არჩევნების გზით გაშვება. ამას სჭირდება მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, რასაც საარჩევნო რეფორმა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უნდა მოჰყვეს, რათა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდეს ისეთი ძალაუფლება, როგორიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ვარდების რევოლუციის შემდეგ და მით უმეტეს ივანიშვილს დღეს. ეს თქვა გიგი უგულავამ და ეს პოზიცია არაერთხელ დავიკავეთ საჯაროდაც. ამის შემდგომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ოპონენტები იქნებიან, ერთმანეთის კონკურენტები და შემდეგ ქართველი ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში. ეს პოზიცია საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან იყო ცნობილი - ჩვენ კონკურენტები და ოპონენტები ვართ, მაგრამ ეროვნული ამოცანა გვაქვს, რომ ივანიშვილის რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დავამარცხოთ. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამისთვის ვუჭერთ მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^