Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პრეზიდენტი არ შეიძლება, იყოს ის, ვინც ომის დაწყებას ჩვენ გვაბრალებს“ - გენერალი ჭანკოტაძე

08 ნოემბერი, 2018 16:32

გენერალური (გაერთიანებული) შტაბის ყოფილი უფროსის, დევი ჭანკოტაძის თქმით, 2008 წელს საქართველოს ომი არ დაუწყია და ჯარი მხოლოდ სამშობლოს იცავდა. გენერალი ჭანკოტაძე მოუწოდებს მოსახლეობას, არ მისცენ ხმა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელიც ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს.

„2008 წელს საქართველოს ჯარი იცავდა თავის სამშობლოს. ჩვენი დაღუპული ბიჭების სულების წინაშე, ჩვენი თანამებრძოლებისა და მთელი საქართველოს წინაშე კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ სიმართლე. საქართველოს არ დაუწყია ომი, საქართველოს ჯარს არ დაუბომბავს მძინარე ქალაქი. ჩვენ ვიცავდით სამშობლოს და კიდევ დავიცავთ.

რამდენიმე კვირაში საქართველო აირჩევს პრეზიდენტს, საქართველოს ჯარის უმაღლეს მთვარსარდალს. ეს არ შეიძლება, იყოს ის ადამიანი, ვინც დაადანაშულებს საქართველოს ომის დაწყებაში. ეს არ შეიძლება იყოს ის ადამიანი, ვისი ბრალდების საფუძველზეც ჰააგის ტრიბუნალი და რუსი ოკუპანტი ცდილობს, ჩვენი ბიჭები გაასამართლოს. ჩვენი გმირები - ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები გაასამართლოს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააკეთებს სწორ არჩევანს და ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი და მთვარსარდალი“, - ამბობს დევი ჭანკოტაძე თავის მიმართვაში.

დევი ჭანკოტაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1991 წლიდან მსახურობდა.

ჭანკოტაძე მეთაურობდა პირველი საარტილერიო ბრიგადას (1995), მთავარსარდლის რეზერვის საარტილერიო ბრიგადას (1996-1999), არტილერიას (1999-2000). 2000-2004 წლებში იყო საქართველოს შეიაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, 2004-2005 წლებში კი სამხედრო წარმომადგენელი დსთ ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობის საკოორდინაციო შტაბში.

2005 წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, ხოლო 2007 წელს დაინიშნა და 2008 წლის ომში იყო სახმელეთო ჯარების საარტილერიო ბრიგადის მეთაური.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილედ. 2009 წლის მარტიდან კი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გახდა და ამ პოსტს იკავებდა 2012 წლის 8 ოქტომბრამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^