Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურებას ოპოზიციის განცხადებებს უკავშირებს

08 ნოემბერი, 2018 16:58

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის ვარდნას ოპოზიციის განცხადებებს უკავშირებს. ამის შესახებ მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ისაუბრა.

„ეს გამოწვეულია აგრესიული პოლიტიკითა და დაძაბულობით, უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად ტყუილი განცხადებებით, ძირითადად ოპოზიციის მხრიდან. დღეს ლარი რა ნიშნულზეც არის, ამისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია იმ ბინძური კამპანიით, რომელსაც მეტწილად ოპოზიცია ატარებს. ოდნავ ვისაც ესმის ეკონომიკა და შერჩენია ნამუსი, იციან, რომ ლარის კურსის ვარდნა არანაირ კავშირში არ არის არც მთავრობის და არც ეროვნული ბანკის ნაბიჯებთან. ლარი ნებისმიერ შემთხვევაში გამყარდება და გაცილებით მალე. მთავარია, რამდენად რეზისტენტულია მოსახლეობა ამ ტყუილების მიმართ. რამდენადაც რეზისტენტულები ვიქნებით ამ სპეკულაციებისა და ტყუილების მიმართ, ზუსტად იმდენად მყარად იქნება ლარი", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ვოლსკი: რასაც ვაშაძე იძახის, რომ ომი უნდა იყოს, რასაკვირველია, ლარის კურსზე ახდენს გავლენას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^