Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი: წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ჩვენი ჯარისკაცები არიან

08 ნოემბერი, 2018 17:06

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სოფელ ატოცში ვიზიტისას საკუთარ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პირველი, რასაც გააკეთებს, ავღანეთში წასვლა იქნება. 

„დღეს მინდა, გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არ აყვება პროვოკაციებს, აღარ დაკარგავს ტერიტორიებს, გააძლიერებს ჩვენს საზღვრებს და მოსახლეობის უსაფრთხოებას. წავალ ავღანეთში, მთავარსარდალი უნდა ჩავიდეს იქ, სადაც ამ ქვეყნის ჯარისკაცები არიან“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ღობეს აშენებენ. 

სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ღობეს აშენებენ

6 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და დაგმო სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების დაწყება. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები... და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან“. 

სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ქეთევან ციხელაშვილი მივიდა

საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად გაპრეზიდენტებისთანავე შევუდგები მუშაობას - ზურაბიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^