Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე“ - ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან

08 ნოემბერი, 2018 17:16

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. 

„აქ ჩამოვედი იმიტომ,რომ მოითხოვა მდგომარეობამ. არავის არ ვუპასუხებ არავის. მე ვარ აქ ჩამოსული იმისათვის, რომ ვილაპარაკო ჩემს გეგმებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები, რომელიც არ დაუშვებს ავყვეთ პროვოკაციებს, რომელიც დაიცავს ამ ქვეყანას და თავის მოქალაქეებს. მთავარია მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გავაძლიეროთ საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება. ამავე დროს, ეს არ გადავაქციოთ საზღვრად, რაც არის ყველაზე რთული ბალანსი."- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ისევ ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაბომბა თავისი მოსახლეობა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს. 

სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ღობეს აშენებენ. 

სოფელ ატოცთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ახალ ღობეს აშენებენ

6 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა და დაგმო სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების დაწყება. საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები... და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან“. 

სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ქეთევან ციხელაშვილი მივიდა

საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად გაპრეზიდენტებისთანავე შევუდგები მუშაობას - ზურაბიშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^