Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ოცნების“ ხელისუფლებამ 5 წელში 49 მლნ დახარჯა ოფიციალურ სადილებზე, ღონისძიებებზე და ა.შ. - TI

08 ნოემბერი, 2018 17:41

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელისუფლების წარმომადგენლობითი ხარჯის მიმოხილვას აქვეყნებს.

 წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებებსა და ოფიციალურ სადილებზე, წვეულებებსა და ღონისძიებებზე, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ საბიუჯეტო თანხას. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2013-2017 წლებში, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საჯარო უწყებებმა 49.2 მილიონ ლარზე მეტი წარმომადგენლობითი ხარჯი გასწიეს.

ყველაზე დიდი თანხა - 12 მლნ ლარზე მეტი 2017 წელს დაიხარჯა;

2013-2017 წლებში საჯარო უწყებები წარმომადგენლობითი ხარჯისთვის დღეში საშუალოდ 27 ათას ლარს გამოყოფდნენ;

ანგარიშში ნათქვამია, რომ დანახარჯის ოდენობა 2014 წლიდან მზარდია და 2017 წელს 2012 წლის დანახარჯს აღემატება; იმ უწყებებს შორის, რომლებმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაცია მიაწოდეს, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროა;

ანგარიშის თანახმად, მაღალბიუჯეტიანი უწყებების ხუთეულში შედის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. აღნიშნული ხუთი უწყების მიერ დახარჯული თანხა სრული წარმომადგენლობითი ხარჯების 50%-ზე მეტს შეადგენს.

 

კვლევა ეყრდნობა 117 საჯარო უწყების მონაცემებს. ორგანიზაციამ ინფორმაცია სულ 142 საჯარო უწყებიდან გამოითხოვა. აქედან 18-მა ორგანიზაციას არ მიაწოდა ინფორმაცია, 7 უწყებას კი მსგავსი ხარჯი არ გაუწევია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^