Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეზვრიშვილის თქმით, ახალქალაქში დაშავებული მოქალაქე მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას უარყოფს

08 ნოემბერი, 2018 17:44

„რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ახალქალაქში, ოპოზიციის მხარდამჭერ რემიკ პოღოსიანს არხისთვის მიცემული ინტერვიუდან ორ დღეში თავს დაესხნენ და სცემეს. პოღოსიანი P.S.-ის ჟურნალისტს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ბიზნეს ინტერესებსა და კორუფციულ გარიგებებზე ესაუბრა.

როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს პოღისიანის თავდასხმაზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით, 120-დან 180 საათამდე. ან ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

თუმცა, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა და თქვა, რომ გამოკითხვისას პოღოსიანმა მის მიმართ ძალადობის ფაქტი უარყო.

დაზარალებული გუშინვე გამოვკითხეთ, რომელიც ამბობს, რომ მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. შემდეგ კიდევ ვრცელდება განსხვავებული განცხადებები, მათ შორის, დაზარალებულის ოჯახის წევრების მხრიდან.

ყველას მინდა მოვუწოდო, ვინც საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობს, იქნებიან ესენი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, დაზარალებულები, მისი ოჯახის წევრები, უნდა მობრძანდნენ და გამოძიებას უნდა მიაწოდონ ეს ინფორმაცია. ამგვარი მითქმა-მოთქმები დანაშაულის ჩადენა-არჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოების მიღმა, არის უბრალოდ არასწორი“, - თქვა მეზვრიშვილმა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.

მეზვრიშვილის თქმით, პოღოსიანის გამოკითხვა კანონის სრული დაცვით, თარჯიმნის თანდასწრებით მოხდა და არის ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, დაზარალებული გამოკითხვისას ამბობდა, რომ მასზე ფიზიკურად არ უძალადიათ, ოპოზიცია კი განსხვავებულს ამტკიცებს.

„ჩვენ მაინც ვატარებთ ყველა აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებას იმისთვის, რომ დავადგინოთ რომელი ვერსიაა სწორი. თუ დავადგენთ, რომ რომელიმე მათგანი იტყუება, დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებაც ისჯება, საგამოძიებო ორგანოებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაც ისჯება და ალბათ, ამ მიმართულებითაც გამოძიება გააგრძელებს მუშაობას.

დაზარალებული ამბობს, რომ მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ჩვენ ამასაც გადავამოწმებთ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

საზღვარგარეთ საარჩევნო დღის გაგრძელებაზე ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება საზღვარგარეთ საარჩევნო დღის 24:00 საა ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ფოტო ► ოქროსუბნის მცხოვრებლები კორპუსები ...

ნინოშვილის ქუჩის მიმდებარედ, ავტოსკოლის ტერიტორიაზე შესაძლოა კორპუსები აშენდეს. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამ ადგილას პ ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე: ეს ...

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების პირველი ტურის ბანერზე მისი სურათი არ მოსწონდა და ახალი სტილი ურჩევნია, რომელიც მის ...
^