Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პირი, რომელმაც კალიფორნიის ერთ-ერთ ბარში 12 ადამიანი მოკლა, ყოფილი სამხედრო აღმოჩნდა

08 ნოემბერი, 2018 20:50

პოლიციამ დაადგინა პირის ვინაობა, რომელიც აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ ბარში შეიჭრა და 12 ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი ყოფილი საზღვაო ქვეითი, 28 წლის დევიდ ლონგი აღმოჩნდა. მან ბარში სამართალდამცველთა შესვლისას თავი მოიკლა. ჯერ-ჯერობით უცნობია თავდასხმის მოტივი.

ლონგი ლოს-ანჯელესიდან 65 კილომეტრის დაშორებით, ერთ-ერთ ბარში ოთხშთაბს, ადგილობრივი დროით 23:20 საათზე შეიჭრა. ბარში, რომელიც სტუდენტურ საღამოს მასპინძლობდა, იმ მომენტში 200-მდე ადამიანი იყო.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ შავებში ჩაცმულმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ბარის დაცვის თანამშრომელს ესროლა და შიგნით ასე შეაღწია. შემდეგ ლონგმა კვამლის ყუმბარა გადააგდო და ბარში თავისი 45 კალიბრიანი „გლოკის“ პისტოლეტიდან სროლა გააგრძელა. სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაიჭრა.

დევიდ ლონგს პოლიციასთან აქამდე შეხება რამდენჯერმე ჰქონდა, მათ შორის ოჯახში ძალადობისთვის. როგორც ადგილობრივი შერიფი ჰყვება, მაშინ ლონგი გამოკითხვისას „ცოტათი ირაციონალურად იქცეოდა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^