Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი ოქრუაშვილი მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს

08 ნოემბერი, 2018 21:14

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს. გაერთიანებული ოპოზციის კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„ეს იქნება ჩემი იძულებითი არჩევანი, რომელიც დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა. ეს არის იძულებითი არჩევანი და არანაირი ილუზია არ გქონდეთ იმის, რომ მესამე ძალა არსებობს ან გაჩნდება უცებ.

მესამე ძალის გაჩენის პერსპექტივა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაჩნდება, თუ ამ არჩევნებს ივანიშვილი წააგებს. ივანიშვილმა „ნაჯახით ჩეხა“, შუა გაკრიფა ყველაფერი. არავის დაუტოვა არც მე, არც სხვებს პოლიტიკაში შუაში ყოფნის საშუალება და ამიტომ მივიღეთ ეს ყველაფერი. თუ ივანიშვილი დამარცხდება ამ არჩევნებში, მაშინ გაჩნდება იმის საშუალება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ასეთი რთული არჩევნის წინაშე არ დავდგეთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“.

ირაკლი ოქრუაშვილს გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ შეხვდა. ოქრუაშვილს მაშინ ვაშაძის მხარდაჭერა არ დაუფიქსირებია.

ირაკლი ოქრუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრის პოსტებს იკავებდა. 2006 წელს ის ეკონომიკის მინისტრად დანიშვნიდან 10 დღეში გადადგა, შემდეგ კი ოპოზიციაში წავიდა.

2007 წლის 25 სექტემბერს ოქრუაშვილმა მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დაადანაშაულა. ამის შემდეგ ის დააკავეს და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი.

ოქრუაშვილმა დაპატიმრებიდან ცოტა ხანში ბრალი აღიარა და ციხიდან გაათავისუფლეს.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრი საზღვარგარეთ წავიდა და განაცხადა, რომ ციხეში მასზე, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მერე, 2013 წელს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ დევნილად სცნეს და სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^