Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება წარმატებული რეფორმებისთვის მივანიჭეთ - ბადრი ბიწაძე

08 ნოემბერი, 2018 21:53

დღეს საქალაქო სასამართლო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაური სარჩელს განიხილავდა. 

ეკა გიგაურმა რეჟისორ გოგა ხაინდრავას და არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” დირექტორს, გურამ ადამაშვილს ცილისწამებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წელს უჩივლა. 

დღევანდელ პროცესზე სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაშინდელი უფროსი ბადრი ბიწაძე დაიკითხა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ბიწაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ეკა გიგაურს და სასაზღვრო პოლიციას 7 ნოემბერის დარბევასთან კავშირი არ ჰქონია და კაპიტნის წოდება გიგაურმა წარმატებული რეფორმებისთვის მიიღო. 

„ქალბატონი გიგაური იყო ლეიტანენატი. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი სასაზღვრო პოლიციის რეფორმაში. განსაკუთრებით იმუშავა აშშ სასაზღვრო პროგრამასთან, წავახალისე და ჩემი წარდგინებით მივმართე მინისტრის რომ ერთი საფეხურით მოემატებინა წოდება“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ბადრი ბიწაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^