Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის შესწავლას გეგმავს

09 ნოემბერი, 2018 11:07

„სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტმა გამოსცა დადგენილება, რომლითაც სააგენტოს დაევალა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის გეგმის შემუშავება", - კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს გეგმავს. ამის შესახებ „ლიბერალს" სააგენტოში განუცხადეს.

მათი თქმით, პროექტი გრძელვადიანია და ეტაპებად დაიყოფა.

„ამ ეტაპზე, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ვახორციელებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, რათა დავამტკიცოთ ეს გეგმა და დავიწყოთ შესაბამისი ბაზრის/ბაზრების მონიტორინგი. პარალელურად გვაქვს კონსულტაციები ბიზნესთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფარმაცევტებთან იმის შესახებ, თუ რომელი მიმართულებით დავიწყოთ კვლევა. მუშაობის პროცესში უნდა მოხდეს ბაზრის სეგმენტაცია, რადგან მოგეხსენებათ საკმაოდ ფართო და მასშტაბური სპექტრია", - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური.

მისი თქმით, ბაზრის მონიტორინგი და შესწავლა იწყება იმისთვის, რომ ვნახოთ, რა ფაქტორებითაა გამოწვეული ზოგადად არსებული მდგომარეობა.

„დეტალებზე საუბარი ნაადრევია. ეს არის გრძელვადიანი პროცესი. წინასწარი შეფასებება რთულია და უმჯობესია, ეს საკითხი დარგის სპეციალისტებს მივანდოთ. გეტყვით იმას, რომ სხვადასხვა მედიკამენტსა და მის ჯგუფებზე დაიწყება აქტიური მონიტორიგი. საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია გვაქვს ზოგიერთ ბაზარზე და მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ფარმაციის ბაზარიც", - აცხადებს ნოდარ ხადური.

რაც შეეხება წინა პერიოდს, სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ფარმაცევტულ ბაზრებთან მიმართებით სააგენტოს ჩატარებული ჰქონდა მოკვლევა, რომელიც შეეხებოდა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტს. კერძოდ, ადგილი ჰქონდა კონკურენტი კომპანიების მიმართ არათანაბარ მიდგომას, წამლების რეგისტრაციის პროცესში.

„უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ დაფიქსირებული დარღვევა დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ, კერძოდ, გაუქმდა შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც არღვევდა კონკურენციას. ასევე, სააგენტომ შეისწავლა კონცენტრაციის შემთხვევები, რაც შეეხებოდა ფარმაცევტულ კომპანიებს და ბაზრის ანალიზის შედეგად, გასცა შესაბამისი თანხმობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სამუშაო გეგმა მომავალშიც მოიცავდა ფარმაცევტული ბაზრის სხვა მიმართულებებით დაინტერესებას", - აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^