Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სეისმოლოგი: ნუ ვეთამაშებით სამშენებლო ბიზნესს, ეს ინდუსტრია მკაცრად უნდა დარეგულირდეს

09 ნოემბერი, 2018 14:09

საქართველოში გახშირებულ მიწისძვრაზე „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ პრესკონფერენცია გამართა. სეისმოლოგი აცხადებს, რომ კავკასიის რეგიონი სეისმურად ტრადიციულად აქტიური ზონაა და ბიძგების სიხშირე სიახლე არ არის. მისივე თქმით, ​თბილისთან ახლოს ყოველდღე 3-4 -ჯერ ხდება მიწისძვრა, რასაც მოსახლეობა ვერ გრძნობს. 

თეა გოდოლაძე სამშენებლო სტანდარტებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ამ მიმართულებით მკაცრი რეგულაციები აუცილებელია.

„ნუ ვეთამაშებით სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ბიზნესს, ასეთ ტერიტორიაზე, როგორიც საქართველოა, სამშენებლო ინდუსტრია უნდა იყოს განვითარებული და რეგულაციები უნდა იყოს ძალიან მკაცრი, იმისთვის, რომ დავიცვათ მოსახლეობა. შეიძლება რეგულაციები არ დავუწესოთ ბიზნესს, მედიას, სოციალურ მეცნიერებებს, მაგრამ როდესაც ადამიანის უსაფრთხოებაზე გვაქვს საუბარი, ასეთ შემთხვევაში აუცლიებელია მკაცრი რეგულაციები. ეს რეგულაციები უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გაკეთებული, სხვა შემთხვევაში ქვეყანა და მოსახლეობა წააგებს“, - აცხადებს გოდოლაძე. 

სეისმოლოგის განცხადებით, სამშენებლო საქმიანობაში სერიოზული დარღვევებია კვლევით კომპონენტში. 

„იმიტომ, რომ მშენებლობა ეს მხოლოდ აგურის აგურზე დადება არ არის. კავკასიის მსგავს რეგიონში საინჟინრო და კვლევით კომპონენტზე ყურადღება არის მისაქცევი. კვლევის გარეშე სამშენებლო ინფრასტრუქტურა გამორიცხული საკითხია და სამწუხაროდ ეს ხდება დოკუმენტაციისა და კვლევების გაყალბებით. ამ საქმით არის დაკავებული ხალხი, რომელიც წესით არ უნდა იყოს ამ საქმით დაკავებული. მათ წარმოდგენა არ აქვთ იმ გეოლოგიურ და სეისმურ პროცესებზე, რაც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს“, - აცხადებს თეა გოდოლაძე. 

 


საქართველოს ტერიტორიაზე 6-7 ნომებერს 5-ჯერ მოხდა დაბალი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით 6 ნომებერს ქალაქ ონთან,  5.1. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 7 ნოემბერს კი მიწისძვრის სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

საზღვარგარეთ საარჩევნო დღის გაგრძელებაზე ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება საზღვარგარეთ საარჩევნო დღის 24:00 საა ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ფოტო ► ოქროსუბნის მცხოვრებლები კორპუსები ...

ნინოშვილის ქუჩის მიმდებარედ, ავტოსკოლის ტერიტორიაზე შესაძლოა კორპუსები აშენდეს. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამ ადგილას პ ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე: ეს ...

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების პირველი ტურის ბანერზე მისი სურათი არ მოსწონდა და ახალი სტილი ურჩევნია, რომელიც მის ...
^