Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭორვილის უბანზე 2007 წ. 7 ნოემბრის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა გაიმარჯვა

09 ნოემბერი, 2018 13:46

ფოტო: topnews.com.ge

„რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით ბერძენიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 7 ნოემბრის შემდეგ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ჭორვილის უბანზე მიხეილ სააკაშვილს მისცა ხმა.

„სისხლიან სააკაშვილს" არა მარტო ხმა მისცა 2007 წლის შემდეგ, როდესაც გირგვლიანის, რობაქიძის მკვლელობები უკვე მომხდარი იყო, არამედ  7 ნოემბერი დაუფინანსა, რითაც გვჟეჟეს", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა რადიო „პალიტრის" ტოქშოუ „რეზიუმეში".

ვიდეო: რადიო „პალიტრა"

„ლიბერალის“ მიერ ცესკო-დან გამოთხოვილი საარჩევნო უბნის შედეგების თანახმად, 2007 წელს 7 ნოემბრის შემდეგ გამართულ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში (2008 წლის 5 იანვარს) საჩხერის სოფელ ჭორვილაში მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა 329 ხმა მიიღო.

სააკაშვილის მთავარმა კონკურენტმა ლევან გაჩეჩილაძემ - 140 ხმა;

ბადრი პატარკაციშვილმა - 3 ხმა;

შალვა ნათელაშვილმა - 55;

დავით გამყრელიძემ - 40;

გია მაისაშვილმა - 6;

ირინა სარიშვილმა - 1.

7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადადგა.

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, ოფიციალური მონაცემებით, სააკაშვილმა ხმების 53.47% მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ლევან გაჩეჩილაძემ - 25.69%. არჩევნების შედეგები ოპოზიციამ არ აღიარა, რაც ინაუგურაციის დღეს იპოდრომზე მასშტაბური აქციით გააპროტესტა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^