Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალკოჰოლური კომპანიის მფლობელმა ზუგდიდში ოპოზიციის საწინააღმდეგო შეხვედრა გამართა

09 ნოემბერი, 2018 13:58

ალკოჰოლური კომპანიის მფლობელმა და 2004-2008 წლებში ზუგდიდის მაჟორიტარმა, გოჩა ფიფიამ დღეს ზუგდიდში შეხვედრა გამართა.

ის ოპოზიციური კანდიდატის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვიდა და თქვა, რომ „მთელი გუნდით მხარს უჭერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.“

გოჩა ფიფიამ 31 ოქტომბერს ალკოჰოლური კომპანიის „ზეარისის“ თანამშრომლებთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ დროებით დავკეტავთ ოფისებს. იმუშავებენ მხოლოდ მორიგე მენეჯერები, სხვა თანამშრომლები კი „გავიშლებით თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში და არა მხოლოდ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, არამედ ვაწარმოებთ ახსნა-განმარტებით სამუშაოებსაც.“ - განაცხადა ფიფიამ.

--------------

ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო კამპანიას იწყებს

ზეარისი" ამჟამად შალვა რამიშვილის ონლაინგადაცემის„პიანი ბაზრის" სპონსორია.

გოჩა ფიფია 1996-2003 წლებში შპს „უშბის“ გენერალური დირექტორი. 2013 წლიდან კომპანია „ზეარის“ დამფუძნებელი.[1] საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008), საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი (2004-2008).[2]

კომპანია „ზეარისთან“ დაკავშირებით იძებნება სტუდია „მონიტორის“ მიერ 2017 წელს მომზადებული მასალა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უწყებებმა ერთ ბოთლ ჭაჭაში 50-დან 160 დოლარამდე გადაიხადეს. ალკოჰოლური სასმელის შესაძენად 70 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, არყის შესაძენად ტენდერი არ გამოცხადებულა და ალკოჰოლი კომპანია ზეარისისგან შეიძინეს. კომპანიის დირექტორი თეონა ზაქრაძეა, რომელიც ყოფილი პარლამენტარის, გოჩა ფიფიას ცოლია.

ყველაზე მეტი ღირებულების (31 ათასი ლარი) ალკოჰოლური სასმელი საქართველოს ფოსტამ იყიდა, სხვა უწყებებმა კი - შედარებით ნაკლები. სტუდია მონიტორს განუცხადეს, რომ სასმელი სტუმრებისთვის შეისყიდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^