Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესიაშვილი: გაიხადოს ნებისმიერმა მათგანმა ჯარისკაცის ფორმა და ისე გააკეთოს პოლიტიკური განცხადება

09 ნოემბერი, 2018 15:17

ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებით გამოსვლა და აქტივობა, შესაძლოა, შეეზღუდოთ, - საკითხზე პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე ისაუბრეს.

„ამ საკითხზე არა მხოლოდ მოწოდებებით უნდა გამოვიდეთ, არამედ ინიციატივები უნდა შევიმუშაოთ. ნებისმიერი სამხედრო მოსამსახურე, მას შემდეგ, რაც ის დაასრულებს სამხედრო სამსახურს, სარგებლობს ყველა იმ უფლებებით და თავისუფლებით, რითაც ნებისმიერი ადამიანი, თუმცა რიგ ქვეყნებში შეზღუდულია ამ უფლებით სარგებლობა, თუ ის იყენებს სამხედრო ფორმას. ასეთი პრაქტიკა არის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და ა.შ. მე გთავაზობთ, რომ არჩევნების შემდგომ ეს ინიციატივა მოვამზადოთ. სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც განცხადება სამხედრო პირის მხრიდან. ამ ვითარებაში ეს დასაგმობია, მსგავსი რამ დასაგმობია. გაიხადოს ნებისმიერმა მათგანმა ჯარისკაცის ფორმა, ჩაიცვას სამოქალაქო ფორმა და შეუძლია, გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება", - განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

„პრეზიდენტი არ შეიძლება, იყოს ის, ვინც ომის დაწყებას ჩვენ გვაბრალებს“ - გენერალი ჭანკოტაძე

გუშინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე გაკეთდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დევი ჭანკოტაძე და მასთან ერთად მყოფი პირები არ არიან მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები და წლებია, აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში. 

თავდაცვის სამინისტრო გენერალ ჭანკოტაძის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

საზღვარგარეთ საარჩევნო დღის გაგრძელებაზე ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება საზღვარგარეთ საარჩევნო დღის 24:00 საა ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ფოტო ► ოქროსუბნის მცხოვრებლები კორპუსები ...

ნინოშვილის ქუჩის მიმდებარედ, ავტოსკოლის ტერიტორიაზე შესაძლოა კორპუსები აშენდეს. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამ ადგილას პ ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე: ეს ...

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების პირველი ტურის ბანერზე მისი სურათი არ მოსწონდა და ახალი სტილი ურჩევნია, რომელიც მის ...
^