Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივ დანაშაულზე სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

09 ნოემბერი, 2018 15:43

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და 
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საკანონმდებლო 
ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური 
ძალადობის ჩამდენი პირებისთვის სამოქალაქო უფლებების შეზღუდვას და სასჯელის 
გამკაცრებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის პრევენციისა და ამ დანაშაულის დროული გამოვლენის მიზნით, რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით იმუშავებს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მსჯავრდებულს ჩამოერთმევა საგანმანათლებლო და 
აღმზრდელობით (სკოლა, ბაღი) დაწესებულებებში მუშაობის და სხვა სამოქალაქო 
უფლებები.

შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის 
მიზანი სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან 
მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისაგან არასრულწლოვნების დაცვა იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

16 ნოემბერი
16 ნოემბერი

ფსევდოპოლიტიკოსების სურვილია დააზიანონ ჩ ...

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს. ბიზნესმენი ამბობს, რომ  მასზე გარკვე ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო მანდატი დატ ...

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი    თავმჯდომარე    სოფიო ქაცარავა  საპარლამენტო ...
16 ნოემბერი
16 ნოემბერი

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქც ...

„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას უერთდება. განცხადება ამის შე ...
^