Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

6 დეკემბერს გადაწყდება, „17 მაისის საქმე" განრიდების მოტივით პროკურატურას გადაეცემა თუ არა

09 ნოემბერი, 2018 16:32

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისს გამართულ აქციაზე გამომსვლელზე თავდამსხმელის სასამართლო პროცესი გაიმართა.  არსებითი განხილვის მოსამართლემ დღეს პირველად განიხილა აღნიშნული საკითხი.

როგორც დახურული პროცესის შემდეგ არასრულწლოვნის ადვოკატმა, დათუნა მოდებაძემ განაცხადა, მან პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ საქმე პროკურატურას განრიდების გაფორმების მოტივით დაუბრუნდეს.

„ვინაიდან საქმეში ინდივიდუალური შეფასების ანგარიში არ არის, პირი არასრულწლოვანია, სასამართლო 6 დეკემბრისთვის გადაიდო, რომ შემდეგ გარემოებებზე იმსჯელოს. 6 დეკემბერს გადაწყდება, სასამართლომ განრიდების მოტივით გადასცა თუ არა საქმე პროკურატურას. ყველა საფუძველი, გარემოება არსებობს, რომ ამ საქმეზე განრიდება გაკეთდეს", - ამბობს ადვოკატი.

„სიყვარული არის სიყვარული, ყოველთვის და ყველგან!“, - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ დაესხა თავს 17 მაისს ანტიჰომოფობიური აქციის მონაწილე ნიკა გორგილაძეს 15 წლის არასრულწლოვანი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 ნოემბერი
17 ნოემბერი

საზღვარგარეთ საარჩევნო დღის გაგრძელებაზე ...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) გადაწყვეტილება საზღვარგარეთ საარჩევნო დღის 24:00 საა ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

ფოტო ► ოქროსუბნის მცხოვრებლები კორპუსები ...

ნინოშვილის ქუჩის მიმდებარედ, ავტოსკოლის ტერიტორიაზე შესაძლოა კორპუსები აშენდეს. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამ ადგილას პ ...
17 ნოემბერი
17 ნოემბერი

სალომე ზურაბიშვილი ახალ ბილბორდებზე: ეს ...

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების პირველი ტურის ბანერზე მისი სურათი არ მოსწონდა და ახალი სტილი ურჩევნია, რომელიც მის ...
^