Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის ელჩის მოვალეობას როს უილსონი შეასრულებს

09 ნოემბერი, 2018 17:23

დროებით რწმუნებულის სტატუსით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობას როს უილსონი შეასრულებს. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

პირველი გაცნობითი შეხვედრა უილსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართა.

„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი ამ ქვეყანაში. გასული 40 წლის განამვლობაში მე ხანგამოშვებით მიწევდა საქართველოში ჩამოსვლა. ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ის პოზიტიური ცვლილებები, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ხდება.

ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მთხოვა, წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა საქართველოში. ეს არის მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორც ამერიკისთვის, ასევე აშშ-საქართველოს ურთიერთობისთვის, ჩვენი ერთობლივი ინტერესებისა და მომავლისთვის“, - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

როს უილსონის თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩომ ელისაბედ რუდის ხელმძღვნაელობით დიდი სამუშაო შეასრულა.

„ჩემი მიზანია, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები და დავეხმარო ქვეყანას სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში, რომელთა დიდ ნაწილზეც მე მინისტრთან უკვე ვისაუბრე“, - განაცხადა უილსონმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, როს უილსონი მაღალი რანგის დიპლომატია და მისი საქართველოში გამოგზავნა მიანიშნებს იმაზე, ამერიკისთვის საქართველოსთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ

„შეხვედრაზე შევეხეთ ყველა თემას: თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე შესაძლებლობებს ეკონომიკური მიმართულებით, მათ შორის, ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე. ბუნებრივია, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია და ბოლო ორი დღის განმავლობაში განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც ძალიან მწვავე რეაგირება მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, - უთხრა ზალკალიანმა ჟურნალისტებს უილსონთან შეხვედრის შემდეგ.

როს უილსონი 1997-2000 წლებში იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების საკითხებში.

2000-2003 წლებში იყო აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში, 2005-2008 წლებში კი თურქეთში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^