Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მალხაზ კობაურის ადვოკატის თქმით, პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია

09 ნოემბერი, 2018 19:30

„როგორც ჩანს ყველაფერს მალხაზ კობაურს აბრალებენ. გამოძიებას არანაირი ახალი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა მათ მაინც ჩათვალეს, რომ ბრალი უნდა დაემძიმებინათ. ბრალი დაფუძნებულია მხოლოდ სპერმის აღმოჩენაზე და ამ მტკიცებულებაზე, თუმცა ჩვენ ამ მტკიცებულებას სადავოს ვხდით. მით უმეტეს მკვლელობის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, - ამბობს მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, პროკურატურამ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძიმა.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების მიერ მიღებული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მას ასევე ბრალად შეერაცხა ლორა ჯოი სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებაში მოკვლა.

დღემდე მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან მაიკლ სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში. 

„შესაბამისად, მალხაზ კობაურს ბრალად ედება სამი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, აგრეთვე ლორა ჯოის სმიტის გაუპატიურება, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^