Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააგენტო: დავით-გარეჯის საკონსერვაციო გეგმაზე „ევროპა ნოსტრას“ სპეციალისტები მუშაოებენ

10 ნოემბერი, 2018 13:50

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დავით გარეჯის საკონსერვაციო მეთოდოლოგიასა და მართვის სამოქმედო გეგმას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ევროპა ნოსტრას, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტისა და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, კომპლექსის ფიზიკური მდგომარეობის შეფასებისა და მისი სტრუქტურული პრობლემების გადაჭრის გზების შესამუშავებალად ევროპა ნოსტრას და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის სპეციალური ჯგუფი საქართველოს უკვე სტუმრობს.

ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასაჯანაღებლად საკონსერვაციო //მეთოდოლოგიისა და მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ევროპა ნოსტრას და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

„4 დღიანი მისიის ფარგლებში ევროპა ნოსტრას ვიცე პრეზიდენტმა პიტ ჯასპაერტმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტის ექსპერტმა კამბელ ტომსონმა და ევროპა ნოსტრას კულტურული მემკვიდრეობის სამეცნიერო საბჭოს წევრმა გაიანე კასნატმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე (იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ლავრა, უდაბნოს მონასტერი, დოდორქა, საბერეები) პრაქტიკული სამუშაოები უკვე განახორციელეს.

სააგენტოს მიერ მოწვეული დარგის საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებით დადგინდა დავით გარეჯის ძეგლებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებელი სათანადო მეთოდოლოგიაც, რომელიც დღეს კულურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ფართო სამეცნიერო წრეების განხილვის თემაც გახდა.

ევროპული ორგანიზაციების დელეგაციას საქართველოს კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და საქართველოში ევროპა ნოსტრას წარმომადგენელი - ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი მასპინძლობს.

სწორედ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის წარდგინებითა და ინიციატივით შევიდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპა ნოსტრას პროგრამის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის 2018 წლის ნუსხაში, რაც ევროპული ქართული კულტურის უნიკალური ძეგლისთვის ევროპული ორგანიზაციების მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საერთაშორისო საექსპერტო რეკომენდაციებისა და საგრანტო ფინანსური რესურსის მოძიებას ითვალისწინებს. 

დავით გარეჯი, როგორც გამორჩეული მნიშვნელობისა და კულტურული ღირებულების ძეგლი ევროპული ორგანიზაციების მიერ მის წინაშე მდგარი დაზიანებების გარდაუვალი საფრთხის საფუძველზე შეირჩა. ძეგლის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული სუბიექტების ჩართულობა. შერჩევის კიდევ ერთი ასპექტს წარმოადგენდა ადგილობრივი გარემოს მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად გადაქცევის პოტენციალი“,-წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განხცადებაში. 

_____________
 დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. იგი მდებარეობს ივრის ზეგანზე, ნახევარუდაბნოში და ოცზე მეტი კლდეში ნაკვეთი მონასტრისა და რამოდენიმე ასეული სენაკისაგან შედგება. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი; 2007 წელს კომპლექსი შეყვანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარ ნუსხაში.


ევროპა ნოსტრა წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პანევროპულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერენ როგორც კერძო კომპანიები, ასევე საჯარო დაწესებულებები და ინდივიდები. ორგანიზაცია აერთიანებსევროპის 40 ქვეყანას და მიზნად ისახავს ევროპის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^