Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს“- სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება

11 ნოემბერი, 2018 0:21

 „უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს“!  - სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ამ სახელწოდების პეტიცია ვრცელდება

„რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა "სხვა" ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების "აუცილებლობის" მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე“,- ვკითხულობთ გავრცელებულ პეტიციაში. 

___________________

დღეს პარლამენტის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოადოებამ აქცია გამართა.

პარლამენტის წინ პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ზაზა სარალიძე კარვის გაშლას ცდილობდა, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც ზაზა სარალიძე და მისი დედა შეუძლოდ გახდნენ. 

მიუხდავად ამისა, არასამთავრობოებმა რამდენიმე კარვის გაშლა მაინც მოახერხეს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის წინ დარჩენას აპირებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^