Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსუფაშვილი ძიძიგურს: შენ, მე, ზურაბიშვილმა, ბესელიამ და სხვებმა საკნების ქალაქი გავაშენეთ

11 ნოემბერი, 2018 13:29

"ზვიად, იქნებ განუმარტო ქართული პოლიტიკის ახალბედებს, რომ ზაზა სარალიძის ადგილზე ნაძვის ხის დადგმის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფალთა მიერ ათწლეულების განმავლობაში მიღებული ერთ-ერთი ყველაზე უგუნური გადაწყვეტილებაა", - დავით უსუფაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და ზვიად ძიძიგურს მიმართა. 

"ზვიად,
ოცნების ხელისუფლებაში ბევრი ახალბედა და პოლიტიკურ ბატალიებში გამოუცდელი კადრია. შენ, როგორც თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაჭირნახულმა, იქნებ განუმარტო ახალბედებს და გამოუცდელებს, რომ, მაგალითად: 

1. 1991 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფ „მრგვალ მაგიდასაც“ კი ჰქონდა გაშლილი კარვები რუსთაველზე, პარლამენტის წინ. 

2. 2007 წლის 7 ნოემბრის დილას პარლამენტის წინ სწორედ კარვების გაშლა გვქონდა დაგეგმილი, სწორედ ამიტომ დაარბია მიტინგი სააკაშვილმა და სწორედ ამიტომ მოუწია მას პრეზიდენტობიდან გადადგომა. 

3. 2008 წლის დასაწყისში შენ და ბევრი სხვა სწორედ ამ ადგილზე გაშლილ კარვებში შიმშილობდით მრავალი დღის განმავლობაში, სანამ პარტიარქმა არ გთხოვათ შიმშილობის შეწყვეტა. 

4. 2009 წლის გაზაფხულზე ორი თვის განმავლობაში შენ, მე, სალომე ზურაბიშვილს, გრეჩიხას, გოგა ხაინდრავას, ეკა ბესელიას, ლაშა ნაცვლიშვილს და კიდევ ძალიან ბევრს არათუ კარავი და არათუ რუსთაველზე, არამედ 2 თვის განმავლობაში საკნების ქალაქი გვქონდა გაშენებული და ტრანსპორტის მოძრაობა გვქონდა პარალიზებული მთელს ცენტრალურ თბილისში. 

ზვიად, იქნებ განუმარტო ქართული პოლიტიკის ახალბედებს, რომ ზაზა სარალიძის ადგილზე ნაძვის ხის დადგმის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფალთა მიერ ათწლეულების განმავლობაში მიღებული ერთ-ერთი ყველაზე უგუნური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავისი პოლიტიკური დატვირთვით 2007 წლის 7 ნოემბრის დილით „რუსთაველის დასუფთავების“ გადაწყვეტილებას უტოლდება... თუ არა და, მე განმიმარტე, რომ დღემდე მთელი ცხოვრება ცდებოდი და ახლა დაადექი ჭეშმარიტების გზას! 
მარად შენი, დათო უსუფაშვილი".  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^