Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► სათითაოდ დაგივლით, დედიან-მამიანად, სულყველას - ირმა ინაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას"

12 ნოემბერი, 2018 17:16

„დაგივლით სათითაოდ, სათითაოდ დაგივლით სულყველას, დედიან-მამიანად სულყველას. ეს მართლა არამზადები ესენი“ - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. იგი გამოსვლის დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს მიმართავდა.

„გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ. თქვენი არავის ეშინია ამ ქვეყანაში. იმ პლაკატებს, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე და დავამთავრებთ ამითი. ჩვენც დაგივლით სათითაოდ. ყველას კარებთან მოვალთ და ვერავინ ვერ გამაჩერებს. ყველას აგიკრავთ კარებთან, რომ თქვენ ჩააბარეთ ახალგორი და კოდორი გაყიდეთ. გაყიდეთ! და ახლა მე ამ თადუმაძეს მოვუწოდებ, მთავარ პროკურორს - რატომ არ იძიებს ახალგორის და კოდორის გარიგების საკითხს, რუსეთს როგორ აჩუქეს ამ მოღალატეებმა?! როგორ ჩაბაარეს?! არც ომი იყო და არც არაფერი ხდებოდა იქ. გაყიდეთ ქართული მიწები“ - თქვა ინაშვილმა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ენმ-ს კანდიდატს უფრო მეტი ადამიანი ეტყვის უარს.

„ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან მორალურად და ზნეობრივად. თქვენ მაინც არ გაქვთ ზნეობა. ამიტომ, გეუბნებით, ჩააქრეთ ფარები. თქვენი ტიტუშკების არავის არ ეშინია. არც გვარამიასი ეშინია არავის, იქიდან რომ დედას იგინება. დედის გინებაზე კიარა, დაგივლით სათითაოდ, სათითაოდ დაგივლით სულყველას, დედიან-მამიანად სულყველას. ეს მართლა არამზადები ესენი“. - თქვა ინაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^