Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობაურისთვის ბრალის დამძიმებასთან ერთად, პროკურატურამ დანაშაულის მოტივიც შეცვალა - ადვოკატი

13 ნოემბერი, 2018 11:25

ხადის ხეობაში რაიან მაიკლ სმიტის, ლორა ჯოი სმიტისა და მათი 4 წლის შვილის, ქელებ ისმატ სმიტის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები პრესკონფერენციას მართავენ. 

ადვოკატები პროკურატურის მხრიდან მახლაზ კობაურისთვის ბარლის დამძიმების საკითხზე საუბრობენ და ამბობენ, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები. 

პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიების მიერ მიღებული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მალხაზ კობაურს ბრალი დაუმძმდა და მას ასევე ბრალად ედება ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებაში მოკვლა. მანამდე მალხაზ კობაურს ბრალი ედებოდა რაიან სმიტისა და მისი მცირეწლოვანი შვილის ქელებ ისმატ სმიტის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში. 

პროკურატურა: მალხაზ კობაურს გაუპატიურების მუხლით ბრალდება დაუმძიმდა

მალხაზ კობაურის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალის დამძიმებასთან ერთად  პროკურატურამ დანაშაულის მოტივიც შცვალა. მისი თქმით, თუ მანამდე იყო გაბრაზების და კონფლიქტის შედეგად დანაშაულის ჩადენა მოტივად, ახლა პროკურატურამ მოტივი შეცვალა და ქალთან სექსუალური კავშირის დამყარება მიიჩნია დანაშაულის მოტივად. 

ადვოკატის თქმით, 19 ნოემბერს ჩანიშნულია სასამართლო სხდომა, სადაც მტკიცებულებების დაშვებასთან ერთად, ნაფიცმსაჯულების საკითხზეც იმსჯელებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^