Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ შეტყობინებების საფუძველზე ირლანდიაში გამოძიება დაიწყო

13 ნოემბერი, 2018 12:24

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ რამდენიმე შეტყობინების შემდეგ ირლანდიის ავიაციის მმართველებმა გამოძიება დაიწყეს - ამის შესახებ BBC წერს. 

9 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 06:47 საათზე ბრიტანული ავიახაზების პილოტი ქალაქ შენონის საჰაერო კონტროლის განყოფილებას დაუკავშირდა და ჰკითხა - სამხედრო წრთვნები ხომ არ მიმდინარეობდა, რადგან ჰაერში „რაღაც ძალიან სწრაფად მოძრაობდა“, - რაზეც პასუხად განყოფილებისგან მიიღო, რომ სამხედრო წრთვნები არ მიმდინარეობდა. 

პილოტი აცხადებს, რომ მან ძლიერი ნათება დაინახა. მისი თქმით, ობიექტი თვითმფრინავის მარცხენა მხარეს მმიუახლოვდა, შემდეგ კი სწრაფად იცვალა გეზი ჩრდილოეთისკენ. 

კიდევ ერთი პილოტიც იმავეს ამბობს და ვარაუდობს, რომ ეს მეტეორი ან რაიმე სხვა ობიექტი იყო, რომელმაც დედამიწი ატმოსფეროში შემოაღწია. ის ამბობს, რომ ერთი მიმართულებით მიმავალი რამდენიმე გადანათებული ობიექტი დაინახა. 

ერთი პილოტი ამბობს, რომ ობიექტების სიჩქარე ბგერის სიჩქარეს აჭარბებდა.

9 ნოემბერს რამდენიმე თვითმფრინავისგან მიღებული შეტყობინებების საფუძველეზე, რომელიც უჩვეულო საჰაერო აქტივობას ეხებოდა, ირლანდიის ავიაციის სამმართველომაც ოფიციალურად დაადასტურა და საქმის მოკვლევის შესახებ განაცხადა.

„ამ საქმეზე სტანდარტული, კონფიდენციალური საგამოძიებო პროცესია დაწყებული“

შენონის აეროპორტის სპიკერმა განაცხადა, რომ მათი მხრიდან არ იქნება მართებული ავიაციის სამმართველოს გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^