Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არასრულწლოვნის ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2018 16:10

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის ძარცვაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 8  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„სასამართლოში  წარდგენილი  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა ა.შ.-მ, 2018 წლის 2 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში სარაჯიშვილის ქუჩაზე, არასრულწლოვან გ.გ.-ს ძალადობის გამოყენებით გასტაცა 140 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.შ. 2018 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და მეოთხე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის; იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარუდგინა. ა.შ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^