Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერა: ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ

13 ნოემბერი, 2018 19:27

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი მისი ქორწილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

„ამიტომაც ახლა მივმართავ მათ, ვისი გონებაც ბოღმითა და შურით არ არის შებინდული და ვისაც უბრალოდ მავანთა პოლიტიკურმა ანგაჟირებამ სიმართლე არ დაანახა. დავიწყებ იმით, რომ ეკლესიიდან არც არავინ გამოუძევებიათ და არც არავისთვისთვის ლოცვა არ აუკრძალავთ. ეს უბრალოდ უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიმინდვია. ჩემმა აწ უკვე მეუღლემ კი, ეკლესიაში მოსვლა 20 წუთით დააგვინა, მხოლოდ იმიტომ, რომ საცობში მოხვდა. შესაბამისად, იოლი მისახვედრია, რომ ჩვენი მანქანების გასატარებლად, ქალაქში გზები არავის გადაუკეტავს. 

არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია. და თუ იმ დღეს რამეში გამოიხატა ზომიერების დაკარგვა - მხოლოდ მეგობრულ ერთგულებაში, სიყვარულში, სიხარულსა და ერთად დგომაში.

ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არაფრით არ უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს, შესაბამისად, გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში. არ მესმის, რაზე უნდა ვაბარებდე მათ ანგარიშს?! “,- წერს ბერა ივანიშვილი facebook-ის გვერდზე. 

სვეტიცხოველში, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის გამო, მოქალაქეებს დროებით არ უშვებენ - თვითმხილველი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^