Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა შეღავათებით ისარგებლებენ თბილისში ელექტრომობილების მფლობელები

14 ნოემბერი, 2018 11:52

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია „მწვანე პოლიტიკის“ გაძლიერება და ამისთვის არაერთი ნაბიჯი გადადგეს. მერის თქმით, საბანკო სექტორმა სრული მზადყოფნა გამოთქვა ამ ნაწილში თბილისის მერიასთან თანამშრომლობის.

„გუშინდელ შეხვედრაზე საბანკო სექტორმა გამოხატა სრული მზადყოფნა და  თანადგომა, სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ ამ პროექტების განხორციელებაში. ისინი აპირებენ, სრულად ჩაანაცვლონ თავიანთი საავტომობილო პარკი ჰიბრიდული და ელექტროძრავიანი ავტომობილებით.

ჩვენც გვაქვს ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული - 50, ავტომობილი, რომელმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა, ეს არის თავად მუნიციპალიტეტის ავტმობილები, სრულად ამოვიღეთ მოხმარებიდან და შევიძინეთ ჰიბრიდული, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები, რაც, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. 

როგორ უნდა წავახალისოთ ელექტომობილების რაოდენობის ზრდა? ეს შეიძლება იყოს შეღავათიანი სესხები, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ასევე, მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნება გარკვეული შეღავათები, მაგალითად, მე ახლავე შემიძლია, გავაჟღერო, ელექტრომობილებისთვის უფასო იქნება ქალქში საპარკინგე ადგილები, ასევე, დედაქალაქის მერია მზად არის ელექტრომობილის მფლობელებისთვის კონკრეტულ მისამართებზე დაამონტაჟოს ელექტროდამტენები ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს მუნიციპალიტეტი,“ - განაცხადა კახა კალაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^