Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: ვისაც I სართულზე მაღაზია გაქვთ, თითო სათამაშო ჩამოკიდეთ საახალწლო განწყობისთვის

14 ნოემბერი, 2018 12:18

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას მიმართა, ვისაც პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტი აქვს, საახალწლო განწყობისთვის თითო სათამაშო მაინც ჩამოკიდონ გარე ფასადზე ან შიგნით.

„მინდა, თხოვნით მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პირველ სართულზე განთავსებული სავაჭრო ობიექტები, მაღაზია ან სუპერმარკეტი. საახალწლოდ, თუ არის ამის შესაძლებლობა, გარე ფასადზე ან შიგნით თითო სათამაშო ჩამოკიდეთ საახალწლო განწყობის შესაქმნელად,” – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ გასულ წელსაც მიმართა მოსახლეობას საახალწლოდ ქალაქის მორთვაში დახმარებოდნენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^