Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოთარ კახიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

14 ნოემბერი, 2018 12:22

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. კახიძის განცხადებით სხდომის დატოვების მიზეზი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დადგენილების პროექტის დღის წესრიგში არმოხვედრა გახდა. 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ დასვას იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რაც გამოკვეთა საგამოძიებო კომისიამ და მათთვის ეს საკითხი არის მეასეხარისხოვანი.

„ქალბატონმა ბესელიამ ჩასვა დღის წესრიგში სხვა პროექტები, მაგრამ ის დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის რეკომენდაციების გაცემას, რომ ბოლოს და ბოლოს გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და ამისთვის მოუწოდებს პარლამენტი შს მინისტრს და მთავარ პროკურორს, დღის წესრიგშიც კი არ სვამენ. მათთვის ეს საკითხი არის მეასეხარისხოვანი და თვლიან, რომ არსებული ვითარება არის დამაკმაყოფილებელი, ვინაიდან სხვაგვარად ვერ აიხსნება მათი ეს ნაბიჯი. საკითხი არ არის იმაზე, ეთანხმებიან თუ არა დადგენილების შინაარსს, საკითხია იმაზე, რომ არც კი სურთ მისი განხილვა, ვინაიდან მათაც, ისევე, როგორც გამოძიებას და პროკურატურას არ აქვს კითხვებზე პასუხი, რომელსაც სვამს „ევროპული საქართველო“, დაზარალებული მხარე და საზოგადოება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 მაისი
27 მაისი

9 წლის გოგონას მკვლელობისთვის იაგო ნებიე ...

გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა ...
27 მაისი
27 მაისი

ეკონომიკის მინისტრი ჭიათურაში პრემიერის ...

როგორც „ლიბერალს“ ეკონომიკის სამინისტროს პრესსამასახურში განუცხადეს, მინისტრი ნათია თურნავა დღეს ჭიათურაში გ ...
27 მაისი
27 მაისი

ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ო ...

ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი პირი დაშავდა. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძ ...
^