Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში უფასოდ გადამზადდებიან - სამინისტრო

14 ნოემბერი, 2018 12:50

რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები თანამედროვე ტექნოლოგიებში გადამზადდებიან, რაც მათ ამ მიმართულებით განათლების დონის ამაღლებასა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლაში დაეხმარება,- ინფორმაციას განათლების, მეცნეირების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ახალი პროგრამები 24 ნოემბრიდან დაიწყება და სამინისტრო მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად პროგრამის - ,,გადამზადება IT მიმართულებით’’ ფარგლებში განახორციელებს.

ახალ პროგრამასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ახალგაზრდებისთვის გადამზადების კურსები უფასოა და ის ერთდროულად ჭოპორტში, ბაღდათში, ხარაგაულში, ზუგდიდში, ახმეტაში, თბილისში, კასპში, გორში, თელავსა და რუხში, 10 ცენტრში ერთდროულად განხორცილდება.

მინისტრის თქმით, პროექტის მიზანია როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების დონის ამაღლება, ასევე ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლის ხელშეწყობა.

„ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები იმ ცოდნას დაეუფლებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს,  ვებგვერდის ფუნქციონირების პრინციპებში გაერკვნენ, თავად ააწყონ სტატიკური ვებგვერდი ან საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანონ არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში. დაგეგმონ და მენეჯმენტი გაუწიონ ვებგვერდის შექმნასთან დაკავშირებულ სამუშაოებს“,- ნათქვამია სმინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსურველთა რეგისტრაცია 14 ნოემბრიდან დაიწყება. კურსი კი მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

EMC რატიანის საქმეზე პროკურატურას მიმართ ...

„პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობიდან ერთი წელი გავიდა. თუმცა, პროკურატურაშ ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

კახიანი: დასანანია, რომ ყველა დეპუტატი ს ...

ბიუჯეტს ჩვენს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა დასანანია, რომ პარლამენტის ყველა წევრი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმ ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

კვორუმის არარსებობის გამო 2019 წლის ბიუჯ ...

პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა. „კოლეგების უპასუხისმგებლ ...
^