Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკონსტიტუციო სასამართლომ „ცინიდის საქმის“ ადვოკატთა სარჩელის განხილვა დაიწყო

14 ნოემბერი, 2018 13:06

საკონსტიტუციო სასამართლომ „ცინიდის საქმის“ ადვოკატთა სარჩელის განხილვა დაიწყო. სადაო ნორმები გაუთქმელობის ვალდებულებებს ეხება. მოსარჩელე მხარე ითხოვს, არაკონსტიტუციურად იცნოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლები, რომლებიც გაუთქმელობის ვალდებულებას ცალმხრივად აკისრებს დაცვის მხარეს.

ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ფანცულაია განმარტავს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე  გაუთქმელობის ვალდებულებებით ადვოკატებს დაცვის უფლება შეეზღუდათ. ამის გამო კი ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩნდნენ.

„გაუთქმელობის ვალდებულობით ჩვენ შეგვეზღუდა დაცვისა და გამოხატვის უფლება. ამ შეზღუდვით ვერ განვახორციელეთ მთელი რიგი საპროცესო მოქმედებები, ვერ მოვიპოვეთ ზოგიერთი მტკიცებულებები. ასევე ვერ ჩავატარეთ კერძო ექსპერტიზები, რადგან მათ მასალები ვერ გადავეცით. არ გვქონდა უფლება საელჩოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადაგვეცა საქმის მასალები. მათ შორის სახალხო დამცველთან მიმართებაში შევიზღუდეთ. საჯაროდ დაცვასაც ვერ ვახორციელებდით, მაშინ როცა პროკურატურა ცალმხრივად ასაჯაროებდა მტკიცებულებებს, რის გამოც დეკანოზის რეპუტაცია შეილახა. ამ სარჩელის დაკმაყოფილება გვაძლევს საქმის გადასინჯვის საფუძველს, ასევე დაგვეხმარება სტრასბურგის სასამართლოში, რისთვისაც სარჩელს ვამზადებთ“,- განაცხადა ფანცულაიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 თებერვალი
20 თებერვალი

„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო სასამართლოს ...

პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მედიას პარტიის პო ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

ქართულ მხარეს სურს, იუნესკომ ქართული ტოლ ...

​საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, UNESCO-ს გენერალურ მდივანს ოდრი აზულს შეხვდა. ...
20 თებერვალი
20 თებერვალი

„ქართული მარში" აცხადებს, რომ ის ფიზიკურ ...

„ქართული მარში" აცხადებს, რომ ის ფიზიკურად არ დაუშვებს, გეი ფესტივალის, გეი აღლუმის ჩატარებას", - ა ...
^