Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო: ლუგარის ცენტრის პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს

14 ნოემბერი, 2018 13:17

ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც "გაერო-ს კონვენციის შესაბამისობის და გამჭვირვალობის კოლეგიალური სავარჯიშო" გაიმართა.

"ამ მისიის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ანალოგიური შეფასებითი მისიები შარშან მაროკოში, შარშანწინ გერმანიაში იმყოფებოდნენ და დღეს საქართველოში, ლუგარის ცენტრში ტარდება. ეს მნიშვნელოვანი აქტივობაა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდეს, რაც ჩვენ კარგად ვიცით - გამჭვირვალობა და საერთაშორისო კონვენციასთან შესაბამისობა. ლუგარის ცენტრზე რამდენჯერმე იყო საინფორმაციო შეტევა, რადგანაც ეს პოტენციალი ბევრ ჩვენს მეზობელს მოსვენებას არ აძლევს, თუმცა შედარებით ნეგატიური სიახლე იყო ლუგარის ცენტრთან c ჰეპატიტის დაკავშირება, რაც აბსურდულია. BBC- ის ჟურნალისტური გამოძიებით, ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება, რომ მარია ზახაროვას და იგორ გიორგაძეს გასაუბრებოდნენ. ჟურნალისტებმა მათ ჰკითხეს, თუნდაც ერთი მტკიცებულება წარმოედგინათ იმაზე, რომ აქ რაიმე საფრთხის შემცველი ხდება. მათ თქვეს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ აქვთ, თუმცა მათივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს და საქართველოს მხარემ უნდა ამტკიცოს თავის სიმართლე. თავისთავად ცხადია, ასეთი მიდგომის ტენდენციურობა", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

გიორგაძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე მტკიცებულება არ აქვს

*************

გაეროს კონვენციის შესაბამისობის და გამჭვირვალობის კოლეგიალური სავარჯიშო

გაეროს კონვენციის შესაბამისობის და გამჭვირვალობის კოლეგიალური სავარჯიშოში მონაწილეობას მიიღებს 23 დელეგატი 17 ქვეყნიდან, ასევე ევროკავშირის, გაეროს კონვენციის განხორციელების მხარდამჭერი განყოფილების და სამოქალაქო საზოგადოების თითო წარმომადგენელი (მ.შ. უმრავლესობა დარგის ექსპერტი და ნაწილი დიპლომატიური გამოცდილებით).

საქართველო მიერთებულია გაეროს ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციას (BWC) 1996 წლის 22 მაისიდან, და მას შემდეგ მუდმივად მონაწილეობს დიპლომატიურ და ექსპერტთა ყოველწლიურ შეხვედრებში/კონფერენციებში. როგორც კონვენციის წევრი სახელმწიფო, საქართველო ანგარიშვალდებულია BWC კონვენციის მოთხოვნებისა და ვალდებულებების ფარგლებში წარადგინოს ნდობის განმტკიცების შესაბამისობის ფორმა (CBM), რომელიც ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოების მიერ ბიოლოგიური მიმართულებით ქვეყნის შესაძლებლობებისა და საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას ყოველწლიურად.

2011 წელს, კონვენციის მე-7 კონფერენციაზე შემუშავდა ახალი ინსტრუმენტი - „კოლეგიალური სავარჯიშო“ (Peer Review Exercise) ბიოლოგიური საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ინსტრუმენტი ნებაყოფლობითი ხასიათისაა და ნებისმიერი წევრი-ქვეყანის ინიციატივა ამ ტიპის ღონისძიების ჩატარებაზე, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ქვეყანა კონვენციით აღიარებულ ვალდებულებებს განუხრელად ასრულებს და მისი საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა მსოფლიო თანამეგობრობისათვის.

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ 2016 წელს, და შემდეგ, მაროკოს სამეფომ 2017 წელს, ჩაატარეს გამჭვირვალობის სავარჯიშო. საქართველომ 2018 წლის აგვისტოს BWC ექსპერტთა შეხვედრაზე ოფიციალურად განაცხადა მზაობა, უმასპინძლოს გაეროს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორიაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^