Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპარლამენტში თქვეს, რომ კორუფციასთან ბრძოლით ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ვუსწრებთ - პრემიერი

14 ნოემბერი, 2018 14:22

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ევროპარლამენტის იმ რეზოლუციაზე ისაუბრა, რომელსაც დღეს ეყრება კენჭი. მან ევროპარლამენტარებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ჩვენი ხელისუფლების სწორი და ეფექტური მუშაობის შედეგად საქართველომ უპრეცედენტოდ პოზიტიური შეფასებები მიიღო ევროპარლამენტში და ევროინტეგრაციის კუთხით შეფასდა, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა“,- განაცხადა პრემიერმა. 

მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში საქართველო სამაგალითო გახდა ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებით, ხოლო კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას უსწრებს.

ევროპარლამენტი: მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში

„ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს ეკონომიკის ზრდას შთამბეჭდავი უწოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ეფექტურ მუშაობასა და ეკონომიკის მზარდ ტენდენციებს“.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, მხარდაჭერის გამოცხადების პარალელურად, სამარცხვინოდ შეფასდა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია. 

„ამავდროულად, ევროპარლამენტარებმა, ჩვენმა მეგობრებმა და გულშემატკივრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საბჭოთა დიპლომატის საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიუღებელია. რა თქმა უნდა, მე მწამს ქართველი ხალხის და მწამს, რომ არ დაუშვებენ ვაშაძის არჩევას“,- აცხადებს ბახტაძე.

პრემიერის შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის უნდა გააკეთონ.

ევროპარლამენტი: ასოცირების დღის წესრიგის შესასრულებლად კვალიფიციური კადრების დანიშვნაა საჭირო

ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშში „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ, რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ, რამდენიმე კრიტიკულ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება: ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შტრომის სტანდარტების, გარემოს დაცვის, მოწყვლადი ჯგუფებისა და ქალების დისკრიმინაციის საკითხების ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ზომებს მიმართოს - ამის შესახებ „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტი ასოცირების შეთანხმების შესრულებას ზოგადად პოზიტიურად აფასებს, თუმცა აქვე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, უფრო ძლიერი პოლიტიკური ზედამხედველობა გაუწიოს შეთანხმების შესრულებას.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^