Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუდიტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო მოძრაობის ფინანსებს შეისწავლის

14 ნოემბერი, 2018 13:49

სახელმწიფო აუდიტის სამსახური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო მოძრაობის ფინანსებს შეისწავლის. როგორც „ლიბერალს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, ამ მოთხოვნით აუდიტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინ მიმართეს. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენემა ლევან ნატროშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს და შეისწავლოს ის ფინანსები, რომელსაც „სახალხო მოძრაობა“ და მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ ხარჯავენ.

როგორც ია მეტრეველი ამბობს, სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ თავად უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას საარჩევნო უბნებზე, ვინც რეგიონებში ხმის მისაცემად გამგზავრებას ვერ ახერხებს, რათა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას ხელი შეუშალონ.

ლევან ნატროშვილმა „ლიბერალს“ განუმარტა, რომ ამომრჩეველთა მობილიზებას თუ ახდენს ორგანიზაცია და ამისთვის თანხას ხარჯავს, ეს უნდა ჩაითვალოს შემოწირულობად.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში ცხადია, ვის სასარგებლოდაც არის შემოწირულობა, პირდაპირაც რომ არ იყოს გაცხადებული, რომ სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს, იგი მაინც იქნებოდა შემოწირულობა. მეორე ტურში ორი კანდიდატია და ძნელი დასადგენი არ არის, ვის სასარგებლოდ მოქმედებენ.

ია მეტრეველის მოძრაობის მიერ რეგიონებში ამომრჩევლის ტრანსპორტირების თემაზე აუდიტს მივმართავთ - ლევან ნატროშვილი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^