Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ვაშაძე: ცენტრალური საარჩევნო კომისია თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა

14 ნოემბერი, 2018 13:51

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სხდომის გადადებაზე არის თაღლითობა. მისი თქმით, საარჩევნო კომისია ასრულებს იმ დავალებებს, რასაც „ქართული ოცნებიდან“ იღებს. ცესკოში სხდომა 13:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა ცესკოს ინფორმაციით, სხდომა გადაიდო და ის დღეს, 19:00 საათზე გაიმართება.

„მოვედით სხდომაზე დასასწრებად და გზაში ჟურნალისტმა დამირეკა, რომ სხდომა გადაიდო. სამარცხვინოა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩვეულებრივ თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია, რომელიც ასრულებს ყველა დავალებას, რასაც „ქართული ოცნების" შტაბიდან იღებს. ეს მათ ვერ უშველით. მითუმეტეს, დღეს გამოქვეყნდა „ედისონ რისერჩის" კვლევები, სადაც 12%-ით იგებს გრიგოლ ვაშაძე. გამარჯვებას ვერ გამოგვტაცებენ ამ თაღლითური სქემებით ვერც ერთ შემთხვევაში", - განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^