Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპარლამენტი: მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება საქართველოში

14 ნოემბერი, 2018 14:23

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიღწევებს დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში, რამაც კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გააუმჯობესა, თუმცა მაღალი დონის ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება" - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი „ასოცირების ხელშეკრულების" შესრულების შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის. 

ევროპარლამენტში თქვეს, რომ კორუფციასთან ბრძოლით ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას ვუსწრებთ - პრემიერი

დოკუმენტში ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა მიიღოს და უზრუნველყოს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უწყება იქნება, რომელიც არ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში. 

ანგარიში ხაზს უსვამს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ეფექტური გამიჯვნის მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ კორუფციასთან ბრძოლას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიებების პრაქტიკა სჭირდება, რაც საქართველოს ჯერ არ აქვს. 

ანგარიშში საუბარია სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხზეც და აღნიშნულია, რომ ასეთი დანაშაუილების გამოსაძიებლად აუცილებელია სრულიად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა, რომელიც არ იქნება იქნება მთავარი პროკურატურის გავლენის ქვეშ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^