Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევროპარლამენტი მუხთარლის საქმის გამოუძიებლობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

14 ნოემბერი, 2018 14:50

„ევროკავშირი შეშფოთებას გამოხატავს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოუძებლობის გამო" - ნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშში „ასოცირების შეთანხმების" შესრულების შესახებ, რომელსაც კენჭი დღეს უნდა უყარონ. 

ანგარიშის თანახმად, შემთხვევამ ბევრი ნაკლოვანება გამოავლინა, მათ შორის, უშიშროების სამსახურების მუშაობისა და პოლიტიკური ჩარევის თვალსაზრისით.

„ევროპარლამენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დროულად გამოაქვეყნოს გამოძიების დასკვნა, რომელიც სანდო იქნება. ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, მის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანის უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო გარემო შექმნას და უზრუნველყოს, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს" - ნათქვამია ანგარიშში. 

2018 წლის იანვარში აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში ჰყავდათ დაკავებული. მუხთარლის თქმით, ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლისა და ლეილა მუსტაფაევას საქმეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოც განიხილავს. სასამართლომ საქმეს პრიორიტეტიც მიანიჭა.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^