Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახა კალაძე: შიდა კვლევები გვაქვს, თუმცა არ ვაპირებთ ამის გამოტანას

14 ნოემბერი, 2018 15:19

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა რომ წინასაარჩევნოდ პარტიას შიდა კვლევები აქვს, თუმცა კვლევის შედეგებზე ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. მისივე თქმით, კვლევა ამჯერად „ფსიქოპროექტს“ არ ჩაუტარებია. 

კალაძე ასევე გამოეხმაურა Edison Research-ის კვლევის შედეგებს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარდა და დღეს გასაჯაროვდა. კალაძე ამბობს, რომ „კვლევის შედეგები არის ძალიან დიდი ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. 

Edison Research-მა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით მორიგი კვლევა ჩაატარა. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?“ - ასეთი იყო შეკითხვა, რომლითაც მკვლევრებმა 2 000 მოქალაქეს მიმართეს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, სრული ალოკაციით შედეგები ასე გადანაწილდა: 

56% ამბობს, რომ ხმას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მისცემდა, ხოლო 44% - „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს. 

რაც შეეხება ალოკაციის გარეშე მიღებულ შედეგებს, ისინი ასე გადანაწილდა:

გრიგოლ ვაშაძე - 38%;

სალომე ზურაბიშვილი - 34%;

არ ვიცი/არ ვპასუხობ - 18%;

არც ერთს - 10%.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^