Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მდინარაძე: „რუსთავი 2-მა" კანონის უხეში დარღვევით „ნაცმოძრაობის" სარეკლამო რგოლები განათავსა

14 ნოემბერი, 2018 17:44

„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ დანიშნული არ არის, „რუსთავი 2-მა" საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით, უკვე რამდენიმე დღეა, განათავსა „ნაცმოძრაობის" ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები თავის ეთერში", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად. გარდა ეთიკისა, ისინი არ ერიდებიან კანონმდებლობის უხეშ დარღვევებს".

„არჩევნების პირველი ტური „რუსთავი 2-ის" მიერ განხორციელებული რუსული ტოტალური პროპაგანდის სტილში წარიმართა, შეგახსენებთ, რომ მას პროპაგანდა არც მას შემდეგ შეუწყვეტია, რაც არჩევნების დღე დადგა. საუბარია არჩევნების ღამეზე, 12 საათის შემდეგ.

სურათი არ შეცვლილა არც პირველი ტურის შემდეგ. გრძელდება რუსული სტილის ტოტალური პროპაგანდა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ არ დანიშნულა, „რუსთავი 2-მა“ საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით, უკვე რამდენიმე დღეა, განათავსა ნაცმოძრაობის ფასიანი და უფასო სარეგლამო რგოლები თავის ეთერში", - განაცხადა მდინარაძემ.

მან „რუსთავი 2-ს" მოუწოდა, რომ დაიცვას კანონის მოთხოვნები.

„მოვუწოდებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია „რუსთავი 2-ს", ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები. ჩვენ მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მოვუწოდებთ მათ რეაგირებისკენ. საარჩევნო  კანონმდებლობის დარღვევაზე", - განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^