მარნეულში 16 წლის ბიჭი სტადიონზე ვარჯიშისას გარდაიცვალა. როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი ვარჯიშისას გახდა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შსს-ს განმარტებით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.